geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლები ამბროლაურის N2 საჯარო სკოლას ეწვივნენ

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის SPG-25-652-ის ,,ქიმია მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში'' ფარგლებში  თსუ წარმოამდგენლები ამბროლაურის N2 საჯარო სკოლას ეწვივნენ. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახალისო ლექცია ჩაუტარეს მოსწავლეებს.

 

მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ სხვადასხვა ექსპერიმენტში: „ამოიფრქვა“ ვულკანი, დამზადდა უალკოჰოლო სასმელები, მათ თვალწინ შეიცვალა ყვავილების ფერები და რძის ზედაპირზე გაჩნდა საოცარი ნახატები.

 

თითოეული ექსპერიმენტი ბავშვებისთვის არა მხოლოდ სახალისო, არამედ შემეცნებითი იყო, მათ საკუთარი თვალით დაინახეს, როგორ „ცოცხლობს“ ქიმია ჩვენს ყოველდღიურობაში. 

 

პროექტის ხელმძღვანელი -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე,საბავშვო უნივერსიტეტის კოორდინატორი ელიზა მარქარაშვილი გახლდათ. 

თარიღი: 22/04/2026